Mr Zoo გამომშრალი ქათმის ფილე
ძაღლების & კატების ნატურალური სასუსნავი - გამომშრალი ქათმის ფილე.
იდეალურია წვრთნისთვის, გემრიელი და სასარგებლო.
ქათმის ფილე არის B ვიტამინის და ისეთი მიკროელემენტების შესანიშნავი წყარო, როგორიცაა: კალციუმი, ფოსფორი და ა.შ მიუხედავად იმისა, რომ ქათამი დიეტური პროდუქტია, მისი ენერგეტიკული ღირებულებები საკმაოდ დიდია.
ჭარბი მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
დამზადებულია საქართელოში.
Mr Zoo საქონლის გამომშრალი ფილტვი
ძაღლების & კატების ნატურალური სასუსნავი.
იდეალურია წვრთნისთვის, გემრიელი და სასარგებლო.
დაბალკალორიულია, შეიცავს მაღალი ღარისხის პროტეინს, ფოსფორს და რკინას. სასარგებლოა სპორტული ჯიშის ძაღლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სასუნთქი სისტემის განვითარება, ასევე სასარგებლოა ბრონქული პრობლემების მქონე ძაღლების დიეტაში.
ჭარბი მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
დამზადებულია საქართველოში.
Mr Zoo გამომშრალი საქონლის ჯიქანი
ძაღლის და კატის სასუსნავი გამომშრალი საქონლის ჯიქანი.
იდეალურია წვრთნისთვის, გემრიელი და სასარგებლო.
გამომშრალი საქონლის ჯიქანი არის ნატურალური სასუსნავი კატებისთვის და ძაღლებისთვის, რომლებიც შეიცავს ათვისებად ცხიმებს, კალორიული შემცველობის გამო შესაფერისია მცირე და საშუალო ჯიშის ძაღლებისთვის. მისი სტრუქტურა და მადის აღმძვრელი სუნი გაახარებს თქვენს ოთხფეხა მეგობარს.
ჭარბი მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
დამზადებულია საქართველოში.
Mr Zoo გამომშრალი თევზის ფილე
ძაღლის და კატის სასუსნავი გამომშრალი თევზის ფილე.
იდეალურია წვრთნისთვის, გემრიელი და სასარგებლო.
თევზის შემადგენლობაში შემავალი ცილა ადვილად შეიწოვება ცხოველის ორგანიზმში, ამავე დროს, მისი ენერგეტიკული ღირებულებები მაღალია. ძაღლებისა და კატების კვების რაციონში თევზის შეყვანა ნიშნავს ჯანსაღ სახსრებს, ძლიერ გულს, ჯანსაღ და ლამაზ ბეწვს, სტაბილურ წონას.
ჭარბი რაოდენობით მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
დამზადებულია საქართველოში.